ხშირად მიფიქრია დაბადებაზე, სიკვდილზე.
ხშირად მიფიქრია, სიცოცხლის გაჩენაზე იმ ფერფლზეც რომლიდანაც მოვედით_
ბიბლიურ პერსონაჟებზე,
სილამაზეზეც, შურზეც რაც მახსენებს აბელს და კაენს!
სიცოცხლის მოსპობაზე ღმერთად როცა ვთვლით თავს, მის გარეშე ვკლავთ
ვიგონებთ რომ ღმერთები ვართ.
ეს ვითომ ღმერთის ფიქცია მკვლელის რომელიც ფურცელზე იბეჭდება ან ტელევიზით გვესმის, წამიერად_
გვავიწყდება.
გადადის შვილებზე და მათი ტკივილიანი გულებიც სიკვდილს ნატრობენ.
მე შენ შეგეხე, გაუცნობიერებლად ფეხზე
რომ შემეძლოს მახვილით განგგმირავდი ისევ!
ოხ ეს ალუზურობა ხშირად მიტევს,
დაე იყოს სიცოცხლე მარადიული!
This poem has not been translated into any other language yet.
I would like to translate this poem